|
2016-02-14 10:32:27, 1070 ნახვა
საზოგადოება
დავით საგანელიძე: ჩვენი დაპირება იყო წამლების გაიაფება და ეს პროცესი დაიწყო
საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სიახლეებზე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „ბიზნეს კურიერის“ გადაცემაში ისაუბრა. საგანელიძის განცხადებით, ფართო მოხმარების პრეპარატების მნიშვნელოვან სეგმენტზე ფასებმა მნიშვნელოვნად დაიკლო და ეს ბაზარზე "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლას უკავშირდება. "როცა მედიკამენტები დაიდო ბაზაში იმ ფასებით, რა ფასებითაც ისინი გამოვა ბაზარზე, ბუნებრივია, მის ანალოგებზე ფასები დაიწევს. შესაბამისად, კომპანიებმა ანალოგების დაბალ ფასებში გაყიდვა დაიწყეს. ეს ელემენტარული ეკონომიკა და ბიზნესია. ფაქტია, შედეგი უკვე გვაქვს, ყოველ წუთში მოგვდის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ წამლები გაიაფდა. გასათვალიწინებელია ისიც, რომ საქართველოში შენდება ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც, ადგილობრივ ბაზარზე გაანახევრებს ფასებს და ექსპორტზეც გავა. პირველ ეტაპზე, ვიდრე ქარხანა აშენდება, იქნება 30 პროცენტიანი კლება. ჩვენი დაპირება იყო, რომ წამლებს გავაიაფებდით და ეს პროცესი დაიწყო,“ - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)