06:48 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 18:36:43, 587 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წარსადგენ საბუთებში ცვლილებები შევა

მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს სინოდის სხდომაზე განიხილეს. თითქმის ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იმ დოკუმენტების შესახებ მსჯელობდნენ, რომელსაც მსოფლიო კრებაზე საქართველოს ეკლესია წარადგენს. მანამდე კი მათ შინაარსში გარკვეული შესწორება შევა.

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს.

ასევე დღევანდელი სინოდის სხდომის მიმდინარეობისას დელეგაციის შემადგენლობაზეც ისაუბრეს. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებას ქართული ეკლესიის 24 მღვდელმთავარი დაესწრება. დღევანდელ სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics