|
2016-02-12 18:14:56, 855 ნახვა
სამხედრო
შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაესწრო. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სწავლებაში მონაწილე ქართველ, უკრაინელ, თურქ, ლატვიელ და სომეხ სამხედროებს კურსის დასრულება მიულოცა და მათ მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ქართულ შეიარაღებულ ძალებში საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის, რომელიც ასევე წარმატებით ვითარდება. დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. სამხედროებმა საკმაოდ რთული ზამთრის მომზადების კურსი გაიარეს თოვლისა და მთის პირობებში თხილამურების გამოყენებით. ძალიან მიხარია, რომ აქ წარმოდგენილი იყვნენ სამხედროები უკრაინიდან, სომხეთიდან ლატვიიდან თურქეთიდან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ განათლების სარდლობის და სკოლის უფროსის დამსახურებაა ასეთი წარმატებული პროექტების განხორციელება. ძალიან ბევრი გაკეთდა და ბევრი რამ იგეგმება სამომავლოდ“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ღონისძიების დასასრულს სამხედროებს გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, მაიორმა ივანე ცხადაძემ სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. მონაწილეებმა ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაციაც მიიღეს. ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის (PFP) ფარგლებში მიმდინარე კურსის მთავარ მიზანს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მიერ თოვლიან რელიეფზე სამთო ტექნიკის დახვეწა და ინსტრუქტორის დონეზე გადმოცემა წარმოადგენდა. კურსის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა ისეთი ამოცანები შეასრულეს, როგორიცაა გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. კურსის პირველი ეტაპი კი ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე გაიმართა, სადაც სამხედროებმა მთიან რელიეფზე საშტატო იარაღიდან სროლის ტექნიკა დახვეწეს. სროლების დროს მათ მზის მდგომარეობის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე ტენიანობის გათვალისწინება მოუხდათ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)