|
2016-02-12 14:22:38, 630 ნახვა
საზოგადოება
მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის მეორე კორპუსი გახსნეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, 72 ადამიანზე გათვლილ თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ახალი კორპუსის მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა. უწყების ინფორმაციით, მიმღები ცენტრის მშენებლობა, აშშ-ის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელობით, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა უზრუნველყო. მსოფლიოში მიმდინარე გამწვავებული კონფლიქტების შედეგად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაოცმაგდა. თავშესაფრის მაძიებელთა მზარდმა ნაკადმა მათი განთავსების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობა განაპირობა. ამ დრომდე, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა ერთადერთი მიმღები ცენტრი ფუნქციონირებდა, რომელიც 60 პირზეა გათვლილი. ახალი შენობა აღჭურვილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, რაც თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოში ყოფნის პერიოდში მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. ცენტრში მოწყობილია ტრენაჟორების დარბაზი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კომპიუტერების, საკლასო, მოსასვენებლი და შეხვედრების ოთახები. გარემო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. მიმღები ცენტრის მშენებლობისათვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 951,725 $ გამოყო. გაეროს დაფინანსებით ახალი კორპუსისათვის შეძენილი იქნა 155 000 ლარის ღირებულების ავეჯი და ტექნიკა. სპეციალურად გახსნის ცერემონიისათვის საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ს არმიის ინჟინერთა კორპუსის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ტაილერი. გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი ჰაი შელოუ, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)