15:55 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 22:36:10, 379 ნახვა

საზოგადოება
მერია - მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს პატივი სცენ საკუთარ მაყურებელს და ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურში გადაამოწმონ

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ მაყურებელს და თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურში გადაამოწმონ, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც თბილისის მერია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ "დეზინფორმაციას" ეხმაურება.

როგორც მერია განცხადებაში აღნიშნავს, "გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას".

"გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „თბილსერვის ჯგუფის" დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ „გამჭვირვალობის კანონის" საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პიროვნება  არ არის და არც ყოფილა „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი,  შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას. 

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ მაყურებელს და თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურში", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics