|
2024-04-19 10:48:54, 326 ნახვა
საზოგადოება
პოლ დენი - ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს
ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან დადებითად შეფასდა. 2023 წლის 1 მაისიდან, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან როტაციის პრინციპით გადმოეცა. თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელებაა. „ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა შეფასდა დადებითად. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელზეც გაიმართა მსჯელობა და დაისახა ერთობლივი ღონისძიებები ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გაუმჯობესებისთვის, რომელიც ეხება არა მხოლოდ ორგანიზაციის წევრ, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც. განვიხილეთ სავაჭრო ბარიერების მოხსნის სტრატეგია, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის გლობალურ ღვინის ბაზარზე დამკვიდრებას და ბაზრების დივერსიფიცირებას“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. შეხვედრის გახსნას, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრო, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წევრ ქვეყნებთან ერთად (საქართველო, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ურუგვაი) შერხვედრას დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით, დიდი ბრიტანეთის დელეგაციაც დაესწრო. „მოხარული ვართ საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდით. WWTG-ის წევრი ცხრავე ქვეყანა დიდ სარგებელს იღებს ჯგუფის მუშაობით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს მთელ რიგ საკითხებში, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ღვინით, როგორც სოფლის მეურნეობის ღირებული პროდუქტით ვაჭრობას, სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს ექსპორტისა და ღვინით ვაჭრობის გაფართოებით“, - აღნიშნა ამერიკის დელეგაციის წევრმა ჩარლზ ჯეფერსონმა. ჯგუფის ორდღიანი მუშაობის ფარგლებში, გაიმართა მსჯელობა სავაჭრო ბარიერებზე, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივების და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე, შეფუთვისა და მარკირების სტანდარტებზე, ასევე განხილული იყო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) რეზოლუციები, ევროკავშირის რეგულაცები ღვინის ინგრედიენტების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან WWTG-ს თავმჯდომარე ქვეყანა ავსტრალია ხდება. „საქართველომ მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა ჯგუფის თავმჯდომარეობით და ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ მის მიერ ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში გამოვლენილ ლიდერობას. ავსტრალია არის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს“, - აღნიშნა ავსტრალიიის დელეგაციის წევრმა პოლ დენმა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)