2016-02-11 11:54:22, 509 ნახვა
პოლიტიკა
რომის პაპი საქტემბერში შესაძლოა საქართველოს ეწვიოს
რომის პაპი, ფრანსისკ პირველი სექტემბერში სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, შესაძლოა საქართველოს ეწვიოს, - ამის შესახებ ინფორმაციას იტლიური გამოცემა "ლასტამპა" ვატიკანზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც გამოცემა "ლასტამპა" წერს, რომის პაპის სამხრეთ კავკასიაში ტურნესთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, რომის პაპის საქართველოში ვიზიტი ივნისში უნდა შემდგარიყო, თუმცა, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილი მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრების გამო გადაიდო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე წმინდა კრებას ასევე დაესწრება.
როგორც "ლასტამპა" ვატიკანზე დაყრდნობით იტყობინება, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, რომის პაპი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ჩავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან