10:52 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 10:38:26, 377 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ესტონეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გუშინ ესტონეთის პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესს და პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტები წარმოადგენდა, აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საბოლოო გადაწყვეტილების დროულად/შეუფერხებლად მიღების საკითხზე. ფართოდ იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს, მხარეებმა განიხილეს გლობალური გამოწვევებთან დაკავშირებული თემატიკა, საქართველოსა და ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. უაღრესად წარმატებულად შეფასდა თანამშრომლობის არსებული დინამიკა და გამოიკვეთა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტული/აქტუალური მიმართულებები ისეთ დარგებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, განათლება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება.

ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს რეფორმების პროცესი და მიღწეული შედეგები განსაკუთრებულად მაღალ დონეზე შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა სტუმრის წიგნში.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, ტაავი რიივასთან შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტებსა და ამ კუთხით, ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების პოტენციალზე. ამ კონტექსტში მხარეები მიესალმნენ ვიზიტების დროს ბიზნეს-ფორუმების გამართვის ჩამოყალიბებულ ტრადიციას.

მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება მეტ ესტონურ ინვესტიციას საქართველოში და ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობას. მან ასევე გააცნო ესტონურ მხარეს გადაწყვეტილება, საქართველოში მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვის შესახებ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საგადასახადო სისტემის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ესტონური მხარის ჩართულობა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიხატა ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მიმართ იმ სფეროებში, სადაც ესტონეთს მოწინავე გამოცდილება გააჩნია, კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაციები, ელექტრონული სერვისების დანერგვა. დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში ესტონეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics