10:52 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 09:42:58, 411 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირი საქართველოს ძალიან გულშემატკივრობს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირი საქართველოს ძალიან გულშემატკივრობს.

„ძალიან საჭირო ვიზიტი იყო. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ევროკომისია ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს. ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფრომაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე რეფორმების მიმდინარეობის შესახებ და მართლაც და საჭირო დისკუსია და განხილვები იყო და დროული იყო ეს ვიზიტი. ჩვენ ასევე მივიტანეთ ის გზავნილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულება. ამის თაობაზე გვქონდა დეტალური საუბარი როგორც ევროკავშირის პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერთან და ევროკომისრებთან, კომისარ ჰანთან და ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები იყო ასევე კომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ასევე ენერგეტიკის და სხვა მიმართულებით კომისრებთან გვქონდა შეხვედრები. ერთი რამ შეიძლება ითქვას, ჩვენ დავტოვეთ შეხვედრები იმ განწყობით და ნამდვილად დავტოვეთ ის შეგრძება, რომ საქართველოში რეფორმები რომლებიც ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, სრული კურსით ხორციელდება და ნამდვილად არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას ამ რეფორმებს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics