|
2016-02-10 18:05:38, 565 ნახვა
საზოგადოება
27 და 28 თებერვალს თბილისის საკონცერტო დარბაზში SOLO გამართავს კონცერტს - “Chris Botti featuring Sting”
27 და 28 თებერვალს თბილისის საკონცერტო დარბაზში SOLO წარმოგიდგენთ კონცერტს - “Chris Botti featuring Sting”. გრემის მფლობელი ორი ლეგენდარული მუსიკოსი 2 საათის განმავლობაში ცოცხალი მუსიკითა და შესრულებით წარდგებიან მსმენელის წინაშე და შეთავაზებენ ჯაზის, პოპისა და როკის საინტერესო სინთეზს. ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი და შემსრულებელი სტინგი ქართველი მსმენელის წინაშე ერთი საათის განმავლობაში იმღერებს და თავისი რეპერტუარიდან ისეთ ჰიტებს შეასრულებს როგორებიცაა - „Desert Rose”, “Every breath You Take” და “Shape of My Heart”. კრის ბოტი და სტინგი, ასევე ერთობლივად შეასრულებენ მსმენელისთვის ნაცნობ და საყვარელ კომპოზიციებს - “When I Fall In Love,” “Concierto de Aranjuez”, “The Very Thought of You”. ამერიკაში ყველაზე წარმატებული ჯაზ-ინსტრუმენტალისტი, არტისტი და მუსიკოსი კრის ბოტი, რომელიც კარგად იცნობს ქართველ მსმენელს, საქართველოში ბრუნდება. იგი ერთი საათის განმავლობაში სრულიად განსხვავებული საკონცერტო პროგრამით, ვირტუოზ ბენდთან ერთად წარსდგება. ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს. თითოეულ SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ორი ბილეთი. ბილეთის ფასი 200 ლარიდან იწყება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.SOLO.ge ან http://facebook.com/www.SOLO.ge
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)