|
2016-02-10 17:47:08, 593 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი ეკომიგრანტ მოსწავლეებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ეკობანაკის მოსწავლეებს შეხვდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, მაღალმთიანი აჭარის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში არსებული ოთხი სკოლის 24 ეკომიგრანტ მოსწავლეს კვალიფიციურმა ექსპერტებმა ბიზნეს პროექტების შედგენასა და საკომუნიკაციო არხების მნიშვნელობის შესახებ 4-დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, სოზარ სუბარმა მოსწავლეებს სამინისტროს მიერ ეკომიგრანტების განსახლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ შეცვალა მიდგომა და ეკომიგრანტი ოჯახი თავისი სურვილის მიხედვით ირჩევს საცხოვრებელ ადგილსა და სახლს, რაც მათ შემდგომ ინტეგრაციასა და ადაპტაციას უწყობს ხელს. სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა ტრენინგების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე მინისტრმა ეკომიგრანტი მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. ორგანიზაცია CENN-მა ტრენინგის მონაწილე ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური საჩუქრები, ხოლო თითოეულ სკოლას მცირე ბიბლიოთეკა და გლობუსი გადასცა. სამინისტრომ, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მოსწავლეებს სპორტული ფეხსაცმელები გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)