|
2024-04-02 12:13:11, 367 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე ლიეტუვის პროკურატურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა
საქართველოს პროკურატურის დელეგაცია, გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ლიეტუვის გენერალური პროკურორის სპეციალური მიწვევით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ირაკლი შოთაძე მოხსენებით წარსდგა ლიეტუვის რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე - "სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოვლენა, გამოძიება და პრევენცია თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში". ღონისძიებას ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, სხვადასხვა ქვეყნის პროკურატურების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. თემატური პანელური დისკუსიის ფარგლებში, გენერალურმა პროკურორმა კონფერენციის მონაწილეებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები გააცნო. "საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლის სტრატეგიის დოკუმენტში, ისევე როგორც წინა წლებში, მნიშვნელოვან პრიორიტეტად განსაზღვრულია შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება. ამ მიმართულებით სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის განხორციელებამ, პროკურორების სპეციალიზაციის დანერგვამ და მათი უნარების განვითარებამ ხელშესახები პროგრესი გამოიწვია. ეს პროგრესი სისხლისსამართლებრივი დევნის გაზრდილი მაჩვენებლითაც აისახება. ჩვენ მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყოველთვის მზად ვართ, სხვა ქვეყნებს ჩვენი წარმატებული გამოცდილება გავუზიაროთ." - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მოხსენების ნაწილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თაობაზე საქართველოში არსებული სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების შესახებ მიმოხილვას დაეთმო. საერთაშორისო კონფერენცია ლიეტუვის პროკურატურის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ლიეტუველ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)