11:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 21:22:35, 445 ნახვა

საზოგადოება
მდინარაძე - უფრო დიდი შეურაცხყოფა ქართული სასამართლოსთვის არასდროს არავის მიუყენებია ვიდრე „ნაცმოძრაობას“

უცხოელების ფული საქართველოში ნაცვლად იმისა, რომ მოხმარდეს სასამართლოს გაჯანსაღებას, კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას, მის ხარისხს - იხარჯება სასამართლოს დისკრედიტაციისთვის და ეს ხდება იმ პარტიასთან ერთად, რომელმაც სასამართლო ჯიბეში ჩაიდო და გაანადგურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოს დისკრედიტაციაში ხელს უწყობს „ენჯეო“ სექტორი და ამას უწოდებს ტერორისტულ აქტს ქართული სამართლის და ქართული სასამართლოს წინააღმდეგ".

„სასამართლოს დისკრედიტაციას გეგმავს „ნაცმოძრაობა“. რა უქნეს სასამართლოს თავის მმართველობის პერიოდში გვახსოვს ყველას. დღეს ცდილობენ, რომ სასამართლოს დაარტყან ისევ და ამაში „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები ხელს უწყობენ. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, „ენჯეო“, რომელიც უნდა ებრძოდეს ყველას, ვინც კი სასამართლოს დისკრედიტაციას შეეცდება და ვინც კი დეზინფორმაციის გავრცელებას შეეცდება სასამართლოსთან დაკავშირებით - ეს ხალხი თვითონ ავრცელებენ დეზინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებით და თვითონ ხარჯავენ მიღებულ გრანტებს იმაში, რომ სასამართლო დააზიანონ. მეტი მავნებლობა რა უნდა ქნან ვეღარ წარმომიდგენია. ეს არის ტერორისტული აქტი ქართული სამართლის და ქართული სასამართლოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics