11:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 15:12:39, 590 ნახვა

საზოგადოება
ბახტრიონის ქუჩაზე დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების პროცესში დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.  

„ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა იყო დაზიანებული. დაზიანება გამოიწვია კორტების სამშენებლო სამუშაოებმა. ძირითადად, დამჭერი კედლის პრობლემა იყო. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა მიწისქვეშა გრუნტის წყლები. ეს ყველაფერი  კომპანიამ გამოასწორა. პირველი,  რაც გაკეთდა სამუშაოების ფარგლებში და რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვიწყებდით გზის მოწესრიგებას, ესაა  დამჭერი კედლის მოწყობა.  ამჟამად მუნიციპალური სამსახური უკვე შემოსულია და ახორციელებს შესაბამის  სამუშაოებს. თვის ბოლოს გზა  აღდგენილი იქნება, ტერიტორია - მოწესრიგებული, მოეწყობა გამწავენებული კუნძული, მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

ტერიტორიაზე მომუშავე კერძო კომპანიამ გრუნტის დამჭერი კედელი გაამაგრა და წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყო. გზის დაზიანებული ნაწილის აღდგენით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.

სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაზო ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics