|
2024-04-01 14:54:45, 837 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შპს ველი ნატახტარი ლუდის საწარმოს აშენებს
"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, შპს ველი ნატახტარი ლუდის საწარმოს აშენებს. პროექტი სოფელ ნატახტარში განხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 2.9 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი მშენებლობასა და საწარმოს დანადგარებით აღჭურვას მოხმარდება. აღნიშნული პროექტი, სოფელ ნატახტარში, 3,000 კვ.მ -ზე ხორციელდება და ის საწარმოს და შემნახველი საწყობის მშენებლობას ითვალისწინებს. საწარმო უმაღლესი ხარისხის, გერმანული დანადგარებით აღიჭურვება და წარმოება გერმანული ტექნოლოგიით წარიმართება. საწარმო საშუალოდ, დღიურად 10 ტონა, ხოლო თვიურად, 250 ტონა ლუდის წარმოებაზეა გათვლილი. „შპს „ველი ნატახტარი ახლადაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი ლუდის წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით შეიქმნა. ახალ საწარმოში შესაძლებელი იქნება სრული ციკლის გამართვა, ნედლეულის მიღებიდან ლუდის ჩამოსხმა-შენახვამდე. საწარმოში, როგორც ტრადიციული, ასევე, პასტერიზებული, არაპასტერიზებული, გაუფლიტრავი და კრაფტ ლუდის წარმოება იგეგმება, რაც სრულად გერმანული ნედლეულით მოხდება, ისევე როგორც პროცესი, ისიც გერმანული ტექნოლოგიით, ვაინშტეფანის გამოცდილებაზე დაყრობით და მათთან კონსულტაციით წარიმართება. თავდაპირველად, ბაზარზე ორი ბრენდით ვიქნებით წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ საწარმოს გაფართოებასა და ახალი ბრენდების დამატებას ვგეგმავთ“, - განაცხადა რომან პაიკიძემ, შპს „ველი ნატახტარის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა. “საქართველოს ბანკისთვის" რეგიონების განვითარება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში კიდევ ერთი ლუდის საწარმო გაიხსნება, რომელიც უმაღლესი ხარისხის დანადგარებით იქნება აღჭურვილი, ხოლო წარმოება გერმანული ნედლეულითა და სტანდარტებით მოხდება, რაც ლუდის წარმოებას კიდევ უფრო მეტად განავითარებს. ასევე, მიგვაჩნია რომ ადგილობრივი წარმოება კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, გაზარდოს კონკურენცია, და შესაბამისად, წაახალისოს კონკურენტული ფასის წარმოქმნა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
თბილისში, ნავთლუღში მდებარე ისტორიული შენობის ე.წ. სილოს დემონტაჟი და ნგრევა დაიწყო
სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)