15:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 16:41:07, 635 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

საქართველოს 8 რეგიონში უკვე "საქართველოს ბანკის" 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

"საქართველოს ბანკის" ინიციატივით, რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა. 
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ იმოგზაურონ მეცნიერების, ლიტერატურისა და შემეცნების უსაზღვრო სივრცეში, იდეათეკა განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინსტრუმენტით უზრუნველყოფს. 

"საქართველოს ბანკის" თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ. 

საქართველოს მასშტაბით, იდეათეკა უკვე 11 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს. 

“საქართველოს ბანკისთვის" განათლება უცვლელი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, საქართველოში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა განათლების შესაძლებლობებზე. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი საგანმანათლებლო ინიციატივების პორტფოლიო 40-ზე მეტ პროექტს ითვლის. მათ შორის კი გამორჩეულ ადგილს "საქართველოს ბანკის" იდეათეკა იკავებს. უკვე მეოთხე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩვენ ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს ვქმნით, რათა ხელი შევუწყოთ მათში მეცნიერებისა და ზოგადი განათლებისადმი ინტერესის გაზრდას. ჯამში ჩვენ უკვე 21 იდეათეკა გავხსენით, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა 11 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, შეიმეცნოს უფრო მეტი და აღმოაჩინოს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. 

ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკი" იდეათეკების პროექტს ქართული წიგნის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს. 

"საქართველოს ბანკის" სხვა CSR პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics