15:55 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 14:21:41, 643 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ყაზბეგისკენ მიმავალ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? - ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ ძველი გზით იაროთ

დარიალის ხეობაში არსებული საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაადგილების სხვა ალტერნატივაა საჭირო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახალი გზა მოემსახურება როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს. 

„თქვენ აღნიშნულ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გაქვთ მონაცემები, ყაზბეგისკენ რამდენი ადამიანი გადაადგილდება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ან თუნდაც ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები? არსებული გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ არ იაროთ ამ გზით, იარეთ ძველი გზით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ვისაც ქვეყნის განვითარება და წინსვლა უხარია, ის გადაადგილებისთვის მოწესრიგებულ საავტომობილო გზებს გამოიყენებს.  

„ქვეყანაში მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება: კახეთის მიმართულებით, დასავლეთის მიმართულებით, მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობაც. როგორ არ უნდა გიხაროდეს ადამიანს ავტობანი, რომელიც რიკოთზე კეთდება და ბათუმში ძალიან სწრაფად ჩაგვიყვანს? ასევე, გზა კახეთის მიმართულებით, რომელიც ძალიან კარგია. თქვენ თუ გიხარიათ არსებული გზით სიარული, მაგალითად როდესაც გუდაურში ან ყაზბეგში მიდიხართ, გააგრძელეთ და იმ გზაზე იარეთ. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და უხარია მისი განვითარება, წინსვლა, ის ივლის ახალი, მოწესრიგებული ავტობანებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics