|
2024-03-16 16:11:08, 712 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკლესიას შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მემორანდუმი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეიქმნება ერთობლივი კომისია, რომელიც ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს. საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მემორანდუმის გაფორმებას ისტორიული ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ, როგორც მემორანდუმი, ასევე ერთობლივი კომისია უფრო გააღრმავებს და ნაყოფიერს გახდის თანამშრომლობას. „მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებში. საქართველოს ეკლესიას აქვს უდიდესი წვლილი ტყეების, მათ შორის, განსაკუთრებით, ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყეების შენარჩუნებაში, მათ მოვლასა და დაცვაში. ჩვენი თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მეტად შეუწყობს ხელს ამ პროცესს. ჩვენი სამსახურები - სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ის მიზნები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მემორანდუმით და გულისხმობს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, იყოს უზრუნველყოფილი. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვაა; ამასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ტყის ახალი კოდექსის მიღებით, რომლის შესაბამისად ვახორციელებთ რეფორმას, რომელიც აუცილებლად იქნება წარმატებული”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება საპატრიარქოში გაიმართა და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე, ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოების, გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის და სამინისტროს უწყებაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დღევანდელ დოკუმენტს ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ძალზედ საინტერესო თანამშრომლობის ეტაპი იწყება, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს ჩვენი ქვეყნის ფლორისა და ფაუნის არამხოლოდ შენარჩუნებაში, არამედ მისთვის ყველაზე საუკეთესო პირობების შექმნაში“, - განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)