21:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 16:14:18, 643 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეექვსე სესიაზე (UNEA-6) 2 წლის ვადით გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რომელიც 193 წევრ ქვეყანას აერთიანებს, წარმოადგენს მსოფლიოს უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

"ასამბლეა ადგენს გლობალურ გარემოსდაცვით დღის წესრიგს და განსაზღვრავს პოლიტიკისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის პრიორიტეტებს.  

გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რესურსების მობილიზაციისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის  კუთხით, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics