|
2024-03-07 13:09:15, 663 ნახვა
საზოგადოება
ნახე როგორია ახალი თაობის სამუშაო გარემო „თიბისიში“
"თიბისი" ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება, იპოვონ საკუთარი თავი, საყვარელი საქმე და მიზნები რეალობად აქციონ. თავისუფლების მოყვარულები, ინდივიდუალურები, რეალისტები და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულები - ამ მახასიათებლებით გამოირჩევიან ახალი თაობის წარმომადგენლები "თიბისიში". „თიბისი" ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობას საკუთარი, პოტენციალი მაქსიმალურად გამოამჟღავნო, მუდმივად რაღაც ახალს ქმნი და დიდ იდეებს ეთამაშები. ეს ყველაფერი გეხმარება, რომ შემოქმედებითად ბევრად თავისუფალი და გაბედული იყო", - გვიზიარებს თამუნა კონტრიძე, "თიბისის" ახალი თაობის გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი . ნინი რიჟამაძე 22 წლისაა და "თიბისის" მონაცემთა ანალიტიკოსია. "თიბისიში" მუშაობა სტაჟირების პროგრამით დაიწყო და თავისი კარიერის პირველი ეტაპი მარკეტინგის გუნდში გაიარა, სადაც მონაცემების მიმართ თავისი ინტერესი აღმოაჩინა და პროფილი "თიბისიშივე" შეიცვალა. "თიბისიში" მრავალფეროვანი სამუშაო შენს ყოველდღიურობას უფრო საინტერესოს ხდის. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა საქმეს დინამიკურ და მეგობრულ გუნდთან ერთად აკეთებ",- აცხადებს ნინი რიჟამაძე, "თიბისის" მონაცემთა ანალიტიკოსი. ესაა თაობა, რომელიც თავისი ინტერესების შესაბამისად იღებს მნიშვნელოვან კარიერულ გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილებებს, რომლებიც პიროვნულ წინსვლასა და განვითარებაში ეხმარებათ, იზიარებენ გამოცდილებებს და ღია არიან ახალი შესაძლებლობების მიმართ, ცნობისმოყვარეობით უდგებიან საინტერესო საქმეებს და ყოველდღიურობას უფრო ფერადს ხდიან. "თიბისი" საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენასა და სხვადასხვა კუთხით განვითარებაში მეხმარება. სასწავლო პლატფორმები, რომელსაც "თიბისი" თანამშრომლებს გვთავაზობს, ახალი თაობის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია",- გვიყვება სანდრო,"თიბისის" ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი. თავისი გამოცდილების შესახებ "თიბისის" საკრედიტო ადმინისტრატორი, ანანო თავბერიძე გვიყვება, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებები, რომლებიც "თიბისისთან" აკავშირებს, წინსვლას, ურთიერთობებსა და გუნდთან ერთად საერთო მიზნისკენ სვლას ეფუძნება. „განვითარება, ინოვაციურობა, სანდოობა და მუდმივად სიახლისკენ სწრაფვა - ეს არის ის, რაც "თიბისის" ახასიათებს. აქ გეხმარებიან, რომ ყოველთვის იარო წინ, მიიღო ახალი გამოწვევები და სწორად განივითარო შენი უნარები." "თიბისიში" ახალი თაობის საჭიროებებზე მორგებულ გარემოს ქმნიან და საერთო ღირებულებებს იზიარებენ, ეხმარებიან მათ თავისი ინტერესების შესაბამისად განვითარდნენ და საუკეთესო გამოცდილება შეუქმნან. თუ გსურს, შეუერთდე გუნდს, სადაც შენი ინტერესების აღმოჩენაში და ახალი უნარების განვითარებაში გეხმარებიან - "გახდი თიბისელი".
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)