|
2024-03-06 11:24:51, 618 ნახვა
საზოგადოება
ჭონქაძის N8-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა
მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქ. N8-ში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში კაპიტალურად გამაგრდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ პროექტის განხორციელებაში ჩართული გამგეობისა და კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. „აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გამაგრების პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. გასულ წელს საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდა, ასევე, ლითონის კუთხოვანებით შეივსო ფანჯრებისა და კარების ღიობები, ხოლო მიმდინარე წელს რეაბილიტაცია შენობის ფასადს ჩაუტარდა, რის შედეგადაც აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა აივნებს და შუშაბანდს. აღნიშნულ სახლში ცხრა ოჯახი ცხოვრობს და პროექტის დასრულების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით შესრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო მთაწმინდის რაიონის გამგეობას, მის თითოეულ თანამშრომელს, იმ კომპანიას, ვინც მონაწილეობას იღებდა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია და ამ პროცესს თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვიცი, რომ ქალაქში, მძიმე მდგომარეობაში არსებული ამგვარი ბევრი ძეგლი გვაქვს, თუმცა ეტაპობრივად მივუყვებით და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო, განახლების, მოწესრიგების სამუშაოებს ვახორციელებთ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)