02:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-04 17:56:29, 749 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანია, NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების "ოჩამჩირე“ და "დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების (SEL-2) ჩატარება.

"ხომალდის ეკიპაჟის წევრებს, ბათუმის პორტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ.

ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი, თურქეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ვიზიტის მიზანია, NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების "ოჩამჩირე“ და "დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების (SEL-2) ჩატარება.

აღნიშნული პროცესი ქართველი და ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობიდან მოვლენილი წარმომადგენლების (შემფასებლების) მხარდაჭერით ხორციელდება.

ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა თურქული ხომალდის მეთაურობას შეხვდება. გაიმართება ოფიციალური მიღება თურქული ხომალდის ბორტზე. ასევე, ეკიპაჟის წევრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.

თურქული ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 10 მარტს დატოვებს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics