|
2024-03-03 18:04:01, 1209 ნახვა
რეგიონი
გილოცავთ 3 მარტს დედის დღეს
დღეს, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ, განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან ეკატერინე ქაჯაიასთან ერთად, დედის დღე რუსუდან დიასამიძეს მიულოცა. ქალბატონი რუსუდანი 1951 წელს დაიბადა. მან 25 წლის ასაკში შექმნა ოჯახი, ჰყავს 3 შვილი და 2 შვილიშვილი. ის არის მედიცინის მუშაკი, 40 წელი მუშაობდა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ეპით თანაშემწედ. ასევე, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის მერია, 75 ქალბატონს გადასცემს ფასიან საჩუქრებს. დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 8 მარტს ქედის კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართება. ღონისძიება განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)