03:50 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 14:26:16, 789 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საბერძნეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. 

"საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის სტრატეგიულ და ექსპერტთა დონის ვიზიტებს, სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებას, ასევე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე. 

ირაკლი ჩიქოვანმა ბერძენ დიპლომატთან განიხილა, ორმხრივი თანამშრომლობითა და ნატოს ფორმატებით მხარდაჭერილი, სტანდარტიზაციის როლი თავდაცვის დაგეგმვაში. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში საბერძნეთის წვლილი. 

შეხვედრას საბერძნეთის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი სტეფანოს ლიკოპულოსი დაესწრო",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics