03:49 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 10:29:33, 880 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო - ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს.

სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად იქნა ამოღებული ფალსიფიცირებული პროდუქცია.

აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics