2024-02-19 09:20:37, 682 ნახვა
საზოგადოება
დეპარტამენტი - ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
“ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,