13:09 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 11:28:01, 704 ნახვა

საზოგადოება
გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ 4 დღით გაგრძელდება

​ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მე-5 დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართული საერთაშორისო გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ სტივ ლაზარიდისის კურატორობით ოფიციალურად 14 თებერვლის ნაცვლად 18 თებერვალს დაიხურება. პროექტის მხარდამჭერია SOLO X და Visa.

გამოფენის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იქნება.

მასშტაბური გამოფენა ოთხი თვის განმავლობაში მასპინძლობდა დამთვალიერებელს და ის 40 000-მდე ვიზიტორმა იხილა. მუზეუმმა მომხმარებელს არაერთი აქცია შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისა და სხვადასხვა ჯგუფის წევრებისთვის გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოფენის კურატორის, ბენქსის ფოტოგრაფის და საქმიანი პარტნიორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა, ამასთან, ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები ბრიტანელი ლორდის - ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან. ასევე, ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა.

ერთ-ერთ დარბაზში ბენქსის ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილია ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც. ქართველი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. მონაწილე არტისტები არიან გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.

მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე, 10:00 - 21:00, ორშაბათის გარდა.

მისამართი: რუსთაველის გამზირი #7.

გამოფენის მხარდამჭერები არიან: SOLO X, Visa.

პარტნიორები: HUGE TV, კაპაროლი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics