14:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 17:37:14, 651 ნახვა

საზოგადოება
სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა.

ქართველი მსახიობის ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმა, ხელოვნების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიაგეს. 

ცნობისთვის, მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.

სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ამაღლება“, „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ და სხვა.

არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“,  „სვანი“, „მაიტა ნასოსი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics