|
2024-02-12 14:48:55, 1055 ნახვა
რეგიონი
როლანდ ბერიძემ, ქედაში განვითარებული სტიქიის და მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ, ქედაში განვითარებული სტიქიის და მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, შეხვედრას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხელმძღვანელი დავით თედორაძე, ქედის კომუნალურ სერვისის ხელმძღვანელი სილოვან ბერიძე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "თათბირზე ისაუბრეს განვითარებული მეწყერის შედეგებზე. ამ დროისთვის, უკვე გახსნილია ცენტრალური საავტომობილო გზის 33 მიმართულება და შიდა-სასოფლო საუბნო გზების 35-მდე მიმართულება. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, მუშაობას აგრძელებს აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის "სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი" კომისია, რომელმაც 8 ადმინისტრაციული ერთეული უკვე შეისწავლა. მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს სტიქიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)