|
2024-02-07 16:50:43, 611 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით
წლის ბოლოსთვის 365 000 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, საიდანაც 130 000-ს არასდროს არ ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე და ისინი მიიღებენ ახლა ამ მომსახურებაზე წვდომას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. „წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან სერიოზული პროგრესია ამ მიმართულებითაც. 2025 წლის ბოლოსთვის უკვე ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაიწყო და რომელიც ბოლომდე იქნება მიყვანილი მომავალი წლის ბოლოსთვის,- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)