09:45 - 05 Jul, 2026
|
2024-01-28 13:07:42, 1549 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონიდან 4 გავანადგურეთ
28 იანვრის ღამეს, უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 8 "შაჰედის" ტიპის დრონიდან 4 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, დრონებით თავდასხმის გარდა, იერიში "ისკანდერის" ტიპის რაკეტებითაც დაფიქსირდა. "28 იანვრის ღამეს, მტერმა უკრაინას შეუტია 8 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ვორონეჟიდან პოლტავის რეგიონს კი, ორი "ისკანდერის" ტიპის რაკეტით დაესხნენ თავს. საჰაერო ძალების მობილურმა ჯგუფებმა გაანადგურეს მტრის 8 უპილოტო საფრენი აპარატიდან 4, რომლებიც მტერმა გამოიყენა წინა ხაზზე შეტევისთვის",- ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში. საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)