|
2024-01-28 12:26:05, 1270 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, რათა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში, რუსეთის შესაძლებლობა შევზღუდოთ
ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, საჭიროა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტიც, რომელიც ასევე მომზადების პროცესშია. "რა თქმა უნდა, საჭიროა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი და ჩვენ ვამზადებთ მას. ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში... უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ახლა ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მივაღწიოთ კონტროლს ცაში და უფრო მეტი საარტილერიო საშუალებები ხმელეთზე",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)