02:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 11:44:39, 713 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ბიურომ დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადადო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადადო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, ოჯახს პრობლემის მოგვარებისთვის დამატებითი ვადა მიეცა.

„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გადაიდოს დღევანდელი გამოსახლების პროცესი, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათ ოჯახში ასევე ჰყავთ ორი არასრულწლოვანი და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდო დღევანდელი პროცესი, ასევე ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა მოლაპარაკებებისთვის“,- აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პაატა შამუგია.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან მოქალაქეები და აქტივისტები არიან შეკრებილნი, რომლებიც კაკიაშვილების ოჯახის ბინიდან გამოსახლებას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics