|
2024-01-10 09:47:26, 1485 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სარატოვის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ოთხშაბათს ღამით, სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, უწყება "უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებას ტერაქტის მცდელობად აფასებს". გუბერნატორ რომან ბუსარგინის თქმით, შემთხვევა ენგელსის რეგიონის ცაზე მოხდა. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსის მახლობლად არის აეროდრომი, სადაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები არიან განლაგებული, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რაკეტებს უშვებენ. "უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სარატოვის ოლქის საზღვრამდე, დაახლოებით, 500 კილომეტრია, ხოლო ქალაქ ენგელსის მახლობლად აეროდრომამდე 600 კმ-ზე მეტი",- წერს მედიასაშუალება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)