|
2024-01-09 21:59:22, 1376 ნახვა
ომი უკრაინაში
დმიტრო კულება იმედოვნებს, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის პროგრესი მოჰყვება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება იმედოვნებს, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის პროგრესი მოჰყვება. კულება მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ პარტნიორის მიმართ, რომლებიც უკრაინის დახმარებას განაგრძობენ. "უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველით, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, როგორც თანამედროვე სისტემების, ასევე მათი საბრძოლო მასალის თვალსაზრისით. ჩვენ ღრმად მადლობელნი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის უზრუნველყოფას მისი ცის დასაცავად", - განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, ნატო-უკრაინის საბჭო ელჩების დონეზე 10 იანვარს გამართავს შეხვედრას, რათა განიხილოს რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)