12:18 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-08 14:08:31, 1403 ნახვა

რეგიონი
ხაშურის მერია - დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე საინჟინრო გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

"სოფლების დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზის ნაპირას ჩამოიშალა მცირე მონაკვეთი. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა დაზიანების ადგილას ლითონის მოაჯირი დაამონტაჟა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა. სპეციალისტების მიერ გამოტანილი კვალიფიციური დასკვნის მიღებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics