04:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 19:23:53, 4291 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - ეს არის რუსეთის მხდალი თავდახმა უკრაინაზე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა უკრაინაზე თავდასხმა "მხდალი" და განურჩეველი თავდასხმა უწოდა.
„ღამით, რუსეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასიური შეტევა განახორციელა უკრაინის ქალაქებსა და მოსახლეობაზე ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, - ეს არის რუსეთის კიდევ ერთი მხდალი, განურჩეველი თავდასხმა სკოლებზე, მეტროს სადგურზე და საავადმყოფოზე.”

„ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - დასძინა ბორელმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა დაგმო პარასკევს უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმა. მან მოსკოვს მოუწოდა „დაუყოვნებლივ“ შეწყვიტოს დაბომბვა.

„შოკირებული ვარ ღამით უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სრულმასშტაბიანი კოორდინირებული სარაკეტო და შეტევების სერიის გამო. საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი პირდაპირ კრძალავს თავდასხმებს, რომლებიც მიზანმიმართულია სამოქალაქო ობიექტებზე, ისევე როგორც განურჩეველ თავდასხმებს ნებისმიერ გარემოებებში.

Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ყველა დაზარალებულ ქალაქში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 132 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა 18 დაღუპული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics