|
2023-12-29 18:42:35, 3918 ნახვა
ომი უკრაინაში
უმეროვი - ტერორის და უკრაინელების გენოციდის გარდა, რუსეთს სხვა მიზანი არ აქვს
ტერორის და უკრაინელების გენოციდის გარდა, რუსეთს სხვა მიზანი არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. უმეროვის თქმით, რუსები მრავალი თვის განმავლობაში აგროვებენ რაკეტებს უკრაინაზე იერიშის მისატანად და აღნიშნავს, რომ ოკუპანტებს მარაგი კვლავ დარჩენილი აქვს სამომავლო თავდასხმებისთვის. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია ყველა დანაშაულისთვის სამართლიანად დაისჯება. "რუსეთი ისევ და ისევ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ მას ტერორის, მკვლელობისა და უკრაინელების გენოციდის გარდა, სხვა მიზანი არ აქვს. თითოეული ამ დანაშაულისთვის სამართლიანი სასჯელი იქნება", - განაცხადა რუსტემ უმეროვმა. ცნობისთვის, დღეს, 29 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)