|
2023-12-29 17:41:26, 4495 ნახვა
ომი უკრაინაში
სუნაკი - უკრაინის ქალაქებზე თავდასხმა აჩვენებს, რომ პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე თავისუფლებას და დემოკრატიას არ ამოძირკვავს
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც სუნაკი აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთი რუსეთს "გამარჯვების უფლებას არ მისცემს და იდგება უკრაინის გვერდით იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება". „უკრაინის ქალაქებზე ეს მასობრივი თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი არაფრის წინაშე არ გაჩერდება, ვიდრე არ მიაღწევს მიზანს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას. ჩვენ მას გამარჯვების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება“, - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, დღეს, 29 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)