|
2023-12-28 13:40:43, 2598 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს უთხრა, რომ უკრაინაში ომი კიდევ ხუთი წელი გაგრძელდება
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის სახალხო ლიდერს, სი ძინპინს 2023 წლის მარტში მოსკოვში გამართული შეხვედრისას უთხრა, რომ უკრაინაში ომი კიდევ ხუთ წელს გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Nikkei Asia-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც Nikkei Asia წერს, პუტინმა დაარწმუნა სი ძინპინი, რომ რუსეთი საბოლოოდ გამარჯვებული იქნება. "სავარაუდო კონტექსტი პუტინის ამ განცხადების იყო ის, რომ გაჭიანურებული ომი სარგებელს მოუტანს ჩინეთის კარგად შეიარაღებულ პარტნიორს. მეორე მხრივ კი, ეს გაფრთხილება იყო ჩინეთის პრეზიდენტისთვის, რომ თავისი პრორუსული პოზიცია არ შეცვალოს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ პუტინი ამ ქმედებით 2024 წლის მარტის არჩევნების წინ, ილუზიის შექმნას ცდილობს, თითქოს მიიწევს ცეცხლის შეწყვეტისკენ ან შეთანხმებისკენ, რადგან ეს იქნება მისთვის ხელსაყრელი სიტუაცია",- წერს გამოცემა. Nikkei Asia-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადების შემდეგ, ჩინეთმა თავის სტრატეგიას გადახედა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)