12:18 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 20:36:05, 1491 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და პრიორიტეტები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ანზორ ცეცხლაძემ წარადგინეს.

2024 წლის საწყისი ბიუჯეტი, გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 2 760 000 ლარით გაიზარდა და 21 860 000 ლარს შეადგენს, რომელიც 2024 წლის ბოლოსთვის 25 000 000 ლარამდე გაიზრდება.

ბიუჯეტი გაზრდილია მუნიციპალური მომსახურების ყველა სფეროში, ორიენტირებულია ადგილობრივ მოსახლეობაზე და მათ საჭიროებებზე, რომელიც საშუალებას იძლევა, წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდეს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური, საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული მიმართულებით.

საკრებულომ დღეს ასევე დაამტკიცა ,,შუახევის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების 2024-2027 წლების დოკუმენტი“ და ,,შუახევის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics