18:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-25 15:46:26, 596 ნახვა

საზოგადოება
მერია - ივანიშვილი-დემურიას ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება

ნაძალადევის რაიონში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. მარიამ ივანიშვილი-დემურიას ქუჩაზე, 2 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტში 270 000 ლარი არის გათვალისწინებული.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

„ამ ქუჩაზე გზა ფაქტობრივად არ არსებობდა, იყო მხოლოდ გრუნტიანი საფარი. თავდაპირველად, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ დაიგო ასფალტის საფარი. ახლა კი, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩვენს რაიონში მომავალშიც კიდევ ბევრ ქუჩაზე გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics