18:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-25 10:09:46, 816 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ ცხოველზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24 დეკემბერს, გვიან ღამით მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი ჩანს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმერეთის რეგიონში მოხდა. 

ამ დროისთვის ძაღლი სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი.

"კლინიკაში შემოყვანილ იქნა ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც აღენიშნება თავის ტვინის ტრავმა. ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა. პროცედურების მიხედვით, დადგენილ იქნა, რომ ფილტვები არის შეშუპებული. გულ-მკერდის არეში აღენიშნება პნევმატური იარაღის ტყვია, სავარაუდოდ. დაზიანებული აქვს თავის ქალის მთლიანობა. ამ ეტაპისთვის უტარდება ყველა საჭირო პროცედურა, თუმცა ძაღლი რჩება კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში",- ამბობს "ვეტერინარული სამედიცინო ცენტრის" ვეტერინარის ასისტენტი ზაქარია პატარკაცაშვილი.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics