22:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 16:57:03, 1569 ნახვა

ომი უკრაინაში
სლოვაკეთის პრემიერი - ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში ომიდან სამხედრო გამოსავალი არსებობს

ჩვენ შევაჩერეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში ომიდან სამხედრო გამოსავალი არსებობს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერი-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

როგორც ფიცო აღნიშნავს, სლოვაკეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას აღარ განაახლებს, თუმცა გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ჩვენ შეგვიძლია, უკრაინას გადავცეთ გარკვეული აღჭურვილობა განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას ენერგეტიკის სფეროში, ბუნებრივი აირით. ჩვენ შევაჩერეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. არაფერს გავაგზავნით უკრაინაში ჩვენი სახელმწიფოს არმიის მარაგიდან.

ღიად განვაცხადე, ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში სამხედრო გამოსავალი არსებობს. რეალურად, ჩვენ სამშვიდობო ინიციატივის დანაკლისი გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ევროკავშირის მხრიდან იქნება თუ ნატოს მხრიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ ომი კიდევ ათი წელი გაგრძელდება უშედეგოდ. ერთადერთი შედეგი იქნება ასობით ათასი მსხვერპლი კონფლიქტის ორივე მხარეს. ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ სამხედრო გამოსავალს“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics