09:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 12:35:03, 633 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მართლწესრიგის 20 ოფიცერი მუშაობას უკვე შეუდგა.

"მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად მიულოცა.

ვახტანგ გომელაური მართლწესრიგის ოფიცრებს გაესაუბრა და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში არაერთი მიმართულება შედის და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან.

მართლწესრიგის ოფიცრების შერჩევა საკონკურსო წესით ხდება, რის შემდეგაც კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეკვირიან ინტენსიურ პროფესიულ სწავლებას გადიან.

საქართველოს მასშტაბით მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი უკვე მოქმედებს თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. ოფიცერთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება და ინსტიტუტი ყველა მსხვილ ქალაქში ამოქმედდება",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics