2023-12-13 10:04:25, 895 ნახვა
სამართალი
სააგენტო - სოფელ კინჩხას მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 5 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს.
„სატვირთო ავტომობილი დალუქულია და გადაყვანილია ხონის საქმიან ეზოში. ბრაკონიერების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),