13:28 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 17:06:08, 1355 ნახვა

რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას რწმუნებულის მოადგილეები - დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

ამასთან, სხდომაზე ყურადღება გამახვილდა 2024 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებზე. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics