|
2023-12-07 11:31:22, 795 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსების მიღება უკვე IBSU-ს სტუდენტებსაც შეუძლიათ
ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, „საქართველოს ბანკი“ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. იმისთვის, რომ სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, „საქართველოს ბანკი“ სტიპენდიების პროგრამას 13 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე ახორციელებს. ახლახანს მათ რიცხვს მეთოთხმეტე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიც (IBSU) შეემატა. რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე IBSU-ს სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატებს უნივერსიტეტები ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენენ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადებით, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის მიღებას მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები შეძლებენ. ამისათვის, მათ უნდა ჰქონდეთ 3.8-ზე მაღალი GPA და სწავლობდნენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
„საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სტუდენტების ხელშეწყობისთვის, მათი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარებისთვის ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. რადგან გვჯერა, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს. „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამა ეს არის შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება უკვე საქართველოს 14 უნივერსიტეტში. გვჯერა, რომ „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამა შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, განვითარდნენ, გახდნენ საკუთარი საქმის პროფესიონალები და ეს ცოდნა მოახმარონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე. „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)