|
2023-12-06 10:10:47, 1075 ნახვა
საზოგადოება
ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. „როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით, ნიადაგის დაცვას და მისი სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ამასთან ერთად, აღნიშნული თემის გარშემო დისკუსიები ნიადაგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. ყველა ჩვენი აქტივობა და ღონისძიება, რაც ამ მიმართულებით ტარდება, სწორედ ნიადაგის დაცვასა და მისი სასარგებლო რესურსების შენარჩუნებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქარსაფარი ზოლების, თესლბრუნვის დანერგვის პრაქტიკისა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ნიადაგის დაცვისა და მისი სასარგებლო რესურსების შენარჩუნების საქმეში. ნიადაგის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აგრარული მიმართულების საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ წარმატებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, სამეცნიერო და კვლევით სექტორში მოღვაწე მკვლევრებს ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები გადაეცათ. როგორც ერთ-ერთმა დაჯილდოებულმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსმა, გიორგი ღამბაშიძემ აღნიშნა, ჯილდოს მიღება დამატებით სტიმულს მისცემს თავის პროფესიით აქტიური საქმიანობა მომავალშიც წარმატებით გააგრძელოს და მიღებული ცოდნა სხვებს გაუზიაროს. მიმდინარე წელს, ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღის თემაა „ნიადაგი, წყალი - სიცოცხლის წყარო“. აღსანიშნავია, რომ ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღე, 2013 წლიდან, მსოფლიოში გაეროს 68-ე ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღინიშნება. ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, საგანმანათლებლო სექტორის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის „ელკანა”, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)