|
2023-11-28 12:49:37, 593 ნახვა
საზოგადოება
დავით გაგუა - ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება პაციენტის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაზრდის
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება პაციენტის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაზრდის, - აღნიშნულის შესახებ, გაგუას კლინიკის დირექტორმა, დავით გაგუამ DRG მოდელით ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებით განაცხადა. გაგუას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება, „კარგია, როგორც სამედიცინო დაწესებულების განვითარებისთვის, ისე პაციენტის უსაფრთხოებისთვის“. „DRG მოდელით ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრება ძალიან კარგია. ეს დადებითად იმოქმედებს, როგორს კლინიკისა და მედიცინის განვითარებაზე, ისე პაციენტების უსაფრთხოებაზე. დაფინანსება მოიცავს მოთხოვნით ექიმის აყვანას, გაუტკივარებას, მედიკამენტებს, კვებას, პალატას და სხვა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხარჯებს. დღეს, მთელ მსოფლიოში საკეისრო კვეთაზე მოთხოვნა იზრდება. სწორედ ამიტომ,მნიშვნელოვანია, რომ საკეისრო მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში გაკეთდეს, ვინაიდან ეს საშუალებას მოგვცემს, რომ არსებული მაჩვენებელი ეტაპობრივად შევაჩეროთ“, - განაცხადა დავით გაგუამ. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ეკა შარაძის განცხადებით, პაციენტს საშუალება აქვს, აიყვანოს მისთვის სასურველ ექიმი, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. „DRG მოდელი ითვალისწინებს კონკრეტულ სამედიცინო ჩარევებზე ერთიანი, სამართლიანი ტარიფების დადგენის პოლიტიკას. სახელმწიფო განსაზღვრავს გადასახდელი თანხის მოცულობას, შესაბამისად მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხით, მაღალი დანახარჯების გარეშე. ბენეფიციარს აქვს თავისუფალი არჩევანი, მიმართავს პროგრამაში ჩართულ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას. სასურველი ექიმის არჩევის შემთხვევაში, შეთანხმება უნდა შედგეს ექიმსა და პაციენტს შორის, მომსახურება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა ეკა შარაძემ. აღსანიშნავია, რომ დაფინანსების DRG სისტემა,მშობიარობასა და საკეისრო კვეთის მომსახურებაზე 15 ნოემბრიდან ამოქმედდა.
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)